პელე: "ნეიმარის სიმულაციების დაცვა შეუძლებელია"

5-12-2018, 19:31

ფრანგული "პსჟს" ლიდერ ნეიმარ ჯუნიორს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ იგი მატჩების მიმდინარეობისას ხშირად სიმულირებს.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, პელემ, რომელმაც თანამემამულე გააკრიტიკა.

"მისთვის წელი წარუმატებელი იყო, რადგან მუნდიალიდან ნაკრების გავარდნის შემდგომ მთელი კრიტიკა მასზე წამოვიდა."

"ნეიმარს ხშირად ვესაუბრები და ყოველთვის ვეუბნები, რომ ფეხბურთის ღმერთმა იგი დიდი ნიჭით დააჯიდლოვა, რაც მას ავალდებულებს."

"ის დიდებული ფეხბურთელია, თუმცა, როდესაც ის ფეხბურთის თამაშის ნაცვლად სიმულირებს, ეს უბრალოდ აუტანელია. მსგავსი ქმედების გამართლება და დაცვა შეუძლებელია." - აცხადებს პელე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით