ჟოზე: "ჩვენს გარდა პრემიერლიგის ყველა გუნდი განვითარდა"

5-12-2018, 21:22

"მანჩესტერ იუნაიტედის"  თავკაცმა ჟოზე მოურინიომ მიმდინარე სეზონში გუნდის შესაძლებლობების შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ასეთ ჩამორჩენას "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ტოპ-4-ს შორის ვერ წარმოვიდგენდი. თუმცა, მე ღიად ვამბობ, რომ გასულ სეზონში ვერ მივიღეთ ის, რასაც ვიმსახურებდით - მეორე ადგილი პრემიერლიგაში, ინგლისის თასის ფინალი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა, მეტს ვიმსახურებდით".

"ყველა გუნდი გაძლიერდა. "ტოტენჰემს" ფეხბურთელები არ უყიდია, თუმცა "დეზებმა" ძირითადი შემადგენლობის ყველა მოთამაშე შეინარჩუნეს. ასე რომ, ყველა გუნდი გაძლიერდა, ჩვენ კი - ვერა".

"საუთჰემპტონთან" მატჩამდე 3 საათით ადრე, არ ვიცოდი, მოედანზე ვინ გავიდოდა. დრო გვჭირდებოდა იმისთვის, რომ გაგვეგო, ვის შეეძლო თამაში და ვის არა. შესაძლოა, "არსენალთან" შეხვედრამდეც იგივე განმეორდეს", -ციტირებს მოურინიოს Sky Sports-ი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით