ისკო "მანჩესტერ სიტისთვის" ემზადება

5-12-2018, 22:06

პრესაში უკვე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ისკო ალარკონმა ზამთარში, შესაძლოა, "სამეფო კლუბი" დატოვოს.

El Chiringuito-ს ცნობით, 26 წლის ესპანელმა ერთ-ერთ თანაგუნდელთან საუბრისას განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ "სიტისგან" შემოთავაზებას მიიღებს, მზადაა ინგლისურ გუნდში გადავიდეს.

"ეიბართან" წაგებული მატჩის შემდეგ ისკომ ,,რეალის'' მთავარ მწვრთნელს, სანტიაგო სოლარის ხელი არ ჩამოართვა. სავარაუდოდ, ამ მიზეზით, ნახევარმცველი "რომასთან" გამართული მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა. გარდა ამისა, სოლარიმ განაცხადა, რომ ისკო ცუდ ფორმაშია.

მიმდინარე სეზონში ალარკონის ანგარიშზე "რეალის" მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 2 გოლია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით