პელე: "ევროპაში მასზე მეტს ლაპარაკობენ"

5-12-2018, 23:11

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ, ფრანგული "|პარი სენ-ჟერმენის" შემტევებზე, კილიან მბაპესა და ნეიმარის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"რთულია დაიცვა ნეიმარი იმისთვის, რასაც ის ფეხბურთის თამაშის გარდა აკეთებს. მე ვესაუბრე მას და მისი შესაძლებლობების შესახებ შევახსენე".

"ევროპაში ორჯერ ვესტუმრე და ვუთხარი, რომ  ფეხბურთის ნიჭი ღმერთმა უბოძა ის კი საკუთარი ქცევებით ყველაფერს ართულებს".

"ხალხი მე და მბაპეს ხშირად გვადარებს, მსგავსება მართლაც არსებობს, არა? ვფიქრობ, რომ ნეიმარი მბაპეზე სრულყოფილი ფეხბურთელია, თუმცა ევროპაში კილიანზე უფრო მეტს საუბრობენ", - ციტირებს პელეს გამოცემა Goal-ი.

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ნეიმარს 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, მბაპეს ანგარიშზე კი 12 გოლი და 7 ასისტია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით