ნავასი "რეალს" დატოვებს

5-12-2018, 22:36

როგორც Sport.es-ი იტყობინება, მადრიდის "რეალის'' გოლკიპერს კეილორ ნავასს კლუბის დატოვება იანვარში სურს.

წყაროს ცნობით, კოსტარიკელი სათადარიგო მეკარის როლით უკმაყოფილოა და ზამთარში ხელმძღვანელობას გასხვისებას სთხოვს. 

შეგახსენებთ, რომ ნავასმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი გუნდში ტიბო კურტუას მისვლის შემდეგ დაკარგა, რომელიც "რეალმა" 35 მილიონ ევროდ შეიძინა.

31 წლის კიპერი "სამეფო გუნდში" 2014 წლიდან ასპარეზობს. მადრიდელებთან ერთად ნავასი ჩემპიონთა ლიგის სამგზისა და ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებულია. მიმდინარე სეზონში კეილორმა ლა ლიგაში 2 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაუშვა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით