მარკიზიო: "ამ ნაბიჯს არასდროს ვინანებ"

5-12-2018, 23:18

"ზენიტის" იტალიელმა ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ ჟურნალისტებთან საუბრისას  განაცხადა, რომ |"იუვენტუსიდან" წამოსვლაზე არ დარდობს

"ყოველთვის ბევრს ვფიქრობ და ვცდილობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღო. მე ახალი გუნდი მჭირდებოდა, რომელშიც უფრო მეტი სათამაშო დრო მექნებოდა".

"იუვენტუსიდან" წამოსვლაზე არ ვდარდობ, რადგან ცხოვრება გრძელდება. გამარჯვებისთვის ბრძოლის სურვილი კვლავ მაქვს".

"ახლა ბოლომდე "ზენიტზე" ვარ კონცენტრირებული. გვინდა, რომ ევროპის ლიგაზე წარმატებას მივაღწიოთ და, ასევე, რუსეთის ჩემპიონები გავხდეთ. ჩვენი მთავარი მიზანი ყოველ მატჩში მოგებაა", -   იტალიელი ფეხბურთელის სიტყვებს Sky Sport Italia ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ კლაუდიო მარკიზიო  "ბიანოკონერის" ძირითად გუნდში 2005-2018 წლებში თამაშობდა. 2018 წლის 3 სექტემბერს იტალიელმა "ზენიტთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით