იბრაჰიმოვიჩი "მილანში" არ დაბრუნდება

6-12-2018, 10:33

Football Italia.-ს ცნობით, ამერიკული "ლოს ანჯელეს გალაქსის" შვედი შემტევი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა, იტალიურ "მილანში" აღარ გადავიდეს.

მოგეხსენებათ, წინა პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცა, რომ  ზლატანის იტალიურ კლუბში გადასვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავი იყო, მაგრამ, წყაროს ცნობით, მხარეებმა, მოულოდნელად, მოპაპარაკებები ჩაშალეს.

თანაც, "მილანმა" უკვე დაიწყო სხვა თავდამსხმელის ძებნა. იბრა კი, სავარაუდოდ, ისევ ამერიკაში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის იბრაჰიმოვიჩი "მილანის" ღირსებას 2010-12 წლებში იცავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით