მოურინიო: "მოგვეცით დრო და შეგვეშვით"

6-12-2018, 11:06

პრემიერლიგის ეგიდით გამართული მე-15 ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც "არსენალთნ" "მანჩესტერ იუნაიტედმა" ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშა, მანჩესტერელების  მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ წლევანდელი სეზონის შეფასებისა არ უნდა იჩქარონ.

"არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც დღვანდელ გუნდს როი კინის, რუუდ ვან ნისტერლოისა და ნემანია ვიდიჩის "მანჩესტერს" ადარებენ. დაგვანებეთ თავი და მოგვეცით დრო".

"კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენს გუნდს სული და გული აქვს. ეგ არის, სტაბილურობა და ერთიანობა არ გვყოფნის".

"დღესაც მოთამაშეებმა ყველაფერი დადეს მინდორზე. ძალიან დაღლილები იყვნენ. მაგრამ, სათადარიგოთა სკამიდან ჩანდა, რომ "არსენალის" შეტევებისას, ჩვენს მცველებს პანიკა ეუფლებოდათ. ამაზეა სამუშაო",- ციტირებს სპეციალისტს Goal-ი.

მოგასენებთ, რომ დღეისათვის "მანჩესტერ იუნაიტედს" 23 ქულა აქვს და პრემიერლიგაში მე-8 ადგილზეა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით