ვალვერდე: "ის არასდროს იმალება და ბურთის მისაღებად ყოველთვის მზადაა"

6-12-2018, 11:34

სამეფო თასის საპასუხო 1/16 ფინალურ მატჩში, "ბარსელონამ" "ლეონესას" უმასპინძლა და მეტოქე 4:1 დაამარცადა. აღნიშნულ შეხვედრაში კატალონიური კლუბის რიგებში რიკე პუიგის დებიუტი შედგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

"მისმა თამაშმა გამახარა. ეს მის კარიერაში პირველი წინგადადგმული ნაბიჯია".

"ის არის ფეხბურთელი, რომელიც არასდროს არ იმალება და ყოველთვის ბურთს ითხოვს. მას დიდი პოტენციალი აქვს".

მოგახსენებთ, რომ 19 წლის ნახევარმცველი 2015 წლიდან "ბარსელონას" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში გამოდის. "ლეონესასთან" შეხვედრაში მან მოედანზე 35 წუთი გაატარა და საგოლე პასი გააკეთა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით