ნეიმარი: "გადაწყვეტილი მაქვს, ჩემი კარიერა "პსჟ"-ს შემდეგ იქ გაგრძელდება"

6-12-2018, 12:03

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენისა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნეიმარმა განაცადა რომ კარგმა ფეხბურთელებმა კარიერის გარკვეულ ეტაპზე პრემიერლიგაში აუცილებლად უნდა ითამაშონ.

"ჩემთვის პრემიერლიგა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩემპიონატია".

"არავინ არ იცის, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, მაგრამ, ვფიქრობ, რომ კარგმა ფეხბურთელმა პრემიერლიგაში მინიმუმ ერთი მატჩი უნდა ჩაატაროს. ჩემი აზრით, პრემიერლიგაში თამაში ძალიან სასიამოვნოა".

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელს პარიზულ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. პრესაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი დაბრუნებით კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით