პოჩეტინო: "კონცენტრაცია არ უნდა დაგვეკარგა"

6-12-2018, 12:33

"საუთჰემპტონთან", ანგარიშით 3:1, მოგებული მატჩის შემდეგ "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"მოგების მიუხედავად უნდა ვთქვა, რომ რთული მატჩი იყო. ბოლო 30 წუთში ძალიან ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ".

"როდესაც ანგარიში 3:0 იყო, კონცენტრაცია დავკარგეთ. ვიფიქრეთ, რომ მატჩი მოგებული იყო და თამაში შევწყვიტეთ. როდესაც თამაშის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი, ეს ძალიან სახიფათოა".

"მეორე მხრივ, ამ კვირაში 3 ემოციური თამაში გადავიტანეთ და ამ ყველაფრის გაგება შესაძლებელია. ჩემთვის, მნიშვნელოვანია, რომ 33 ქულა გვაქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს ვიკავებთ",-განაცხადა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით