სოლარი: "ეს ჩემს ინტერესებში არ შედის"

6-12-2018, 12:39

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, სანტიაგო სოლარიმ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მის ინტერესებში არ შედის.

"ამ ეტაპზე, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ჩემს ინტერესებში არ არის".

"გუნდში 24 მოთამაშეა და დამატებით "კასტილიას" ფეხბურთელებიც. ვფიქრობ, რომ თითოეულ მათგანს დიდი მოტივაცია აქვს",- განაცადა სანტიაგომ.

შეგახსენებთ, რომ სანტიაგო სოლარიმ მადრიდის "რეალის"თავკაცის პოსტზე 7 მატჩი ჩაატარა და 6-ის მოგება შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით