ანჩელოტიმ "ნაპოლის" შანსები შეაფასა

6-12-2018, 15:33

იტალიური "ნაპოლის" სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ Gazzetta dello Sport-თან ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. იტალიელის აზრით "იუვენტუსის" დამარცხება სასწაულთან არ ასოცირდება.

"თანამედროვე ფეხბურთში ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს გადამწყვეტია. ჩემი სათამაშო ფილოსოფია ტაქტიკურ და ინტელექტუალურ ფეხბურთს უფრო ერგება.

ჩვენი მიზნები? - კონკრეტულის დასახელებით არ მინდა, რომ "ნაპოლის" პოტენციალი ჩარჩოებში მოვაქციო. ჩემპიონთა ლიგაზე დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოვადგენთ. რაც შეეხება ჩვენს ნახევარდაცვას, ვფიქრობ, რომ იტალიაში ამ კომპონენტში საუკეთესოები ვართ.

"იუვენტუსი", უდავოდ, ტოპ კლასის გუნდია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მათი დამარცხება სასწაულთან უნდა ასოცირდებოდეს" - განაცხადა ანჩელოტიმ. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით