იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი დროებით შეჩერდა, მიზეზი ბალოტელია

6-12-2018, 16:01

"La Repubblica"-ს ჟურნალისტი ლუკა პანი აცხადებს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერის შეჩერების უკან მარიო ბალოტელი დგას, რომელსაც "ნიცას" მწვრთნელი პატრიკ ვიეირა არ ენდობა და სურს, რომ იანვარშივე გაასხვისოს.

ორივე ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლაა, რომელსაც ლეონარდოსთან შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებს. "სუპერ მარიოს" ნიჭში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა მისი რთული ხასიათი და არასტაბილურობა კარიერაზე ცუდად მოქმედებს.

რაიოლამ ლეონარდოს ეს ვარიანტიც შესთავაზა და დროებით შვედ თავდამსხმელთან მოლაპარაკებები შეჩერდა, თუმცა ლუკას მტკიცებით, ლეონარდო 28 წლის იტალიელზე უარს იტყვის და იბრას ხელში ჩაგდებას ეცდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით