რაბიოს ტრანსფერთან დაკავშირებით სიახლეა

6-12-2018, 17:38

ფრანგული პრესის ცნობით, ადრიენ რაბიოს "პარის სენ-ჟერმენიდან" წასვლა გარდაუვალია. როგორც იცით, მას უდისციპლინო ქცევის გამო, რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუხდა. 

Calciomercato კი იუწყება, რომ ადრიენს ახლა რთული პერიოდი აქვს და "პსჟ-ს" თავკაცის, ტუხელის სიტყვებს იმოწმებს: "როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე დგება საქმე, რაბიოსთან ურთიერთობა იძაბება - მას არ მოსწონს, როდესაც თამაშს თვალს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებს. ჩემი აზრით, ახლა მას რთული პერიოდი აქვს"

მიმდინარე სეზონზე ადრიენმა "პსჟ-ს" მაისურით 12 შეხვედრა ჩაატარა, 2 ჯერ მეტოქის კარი აიღო, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ რაბიოს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება. მის შესაძენად კი კატალონიის" ბარსელონა" ასპარეზზე გამოდის. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით