"მილანს" ფაბრეგასთან შეთავაზება აქვს

6-12-2018, 18:39

Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზამთრის სანტრანსფერო ფანჯრის პერიოდში, "მილანის" მთავარი სამიზნე, "ჩელსის" ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი იქნება.

წყაროს ცნობით, "როსონერის" ხელმძღვანელობა ესპანელ ფეხბურთელს 2,5 წლიანი კონტრაქტს და წელიწადში ხელფასის სახით, 4 მილიონ ევროს სთავაზობს. თავად ფაბრეგასს კი, 3,5 წელი და 5 მილიონიანი ხელფასი სურს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტრანსფერზე "მილანის" ახალი გენერალური დირექტორი, ივან გაზიდისი იმუშავებს, რომელიც 2008-18 წლებში "არსენალში" მოღვაწეობდა.

მოგახსენებთ, რომ ფაბრეგასი "ჩელსის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს. ამ დროის მანძილზე 136 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით