ბალოტელი "მილანს" უბრუნდება

7-12-2018, 12:40

პრესაში ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ მინო რაიოლამ ლეონარდოს ლატან იბრაჰიმოვიჩის ნაცვლად მარიო ბალოტელი შესთავაზა. "სუპერ მარიომ" შესაძლო ტრანსფერზე თავად ისაუბრა.

"სოციალურ ქსელში "მილანის" გულშემატკივრებისგან ბევრი უარყოფითი შეტყობინება მივიღე. მათ ჩემი დაბრუნება არ უნდათ, თუმცა ერთ დღესაც ჩემ ფასს გაიგებენ. მომავალი დაგეგმილი არ მაქვს, მაგრამ "სან სიროზე" არ დავბრუნდები. ამ ყველაფერს კი იმიტომ ვწერ, რომ დაუფასებლობა და გულგრილობა ვიგრძენი იმ ხალხისგან, რომლებიც ჩემ გულში არიან." - განაცხადა ბალოტელიმ.

მარიო "ნიცაში" გადასვლის შემდეგ ძალიან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ფრანგულ კლუბს პატრიკ ვიეირა წვრთნის, იტალიელ თავდამსხმელს მცირე სათამაშო დრო ეძლევა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით