"ბარსას" ჩაკვეტაძე ხელიდან წაართვეს - ბოლო სიახლე 19 წლის ტალანტის მომავალზე

8-12-2018, 00:39

ევროპულ გრანდებს რომ გიორგი ჩაკვეტაძის დამატება სურთ, ეს ამბავი არახალია. დღეს ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

ევროპული გამოცემების ცნობით, იტალიური "რომა" 19 წლის ქართველი ნახევარმცველისთვის ბრძოლაში გააქტიურდა. 

როგორც ცნობილია, "მგლების" სკაუტები აქტიურად ადევნებენ თვალს გიორგის თამაშს და კმაყოფილი არიან მის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგებით.

მოგეხსენებათ, ჩაკვეტაძის დამატებას რომაელების გარდა "ბარსაც" აპირებს. შესაბამისად, "რომას" მესვეურებს არ სურთ ახალგაზრდა ტალანტის დაკარგვა და მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს ისინი აქტიურად ეცდებიან მის გადაბირებას.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ზაფხულში ჩაკვეტაძეს "გენტთან" კონტრაქტის ვადა ეწურება. შესაბამისად, ახალი კონტრაქტის არ გაფორმების შემთხვევაში ბელგიელებს მისი გაყიდვა მომავალ წელსვე მოუწევთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით