"ბარსა" კეინში 200 მილიონს გადაიხდის

9-12-2018, 18:18

როგორც  Star on Sunday იუწყება, კატალონიის "ბარსელონა" მზადაა ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ტოტენჰემის" თავდამსხმელის ჰარი კეინის სანაცვლოდ 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.

წყაროს ცნობით, ესპანური გრანდი კეინს ლუის სუარესის შემცვლელად მოიაზრებს და შეეცდება 2019 წლის ზაფხულში ფეხბურთელი გადაიბიროს. თავის მხრივ კი თავდამსხმელი ინგლისური კლუბის ლიდერია და "ტოტენჰემი" მის გაშვებას არ აპირებს.

კეინი "ტოტენჰემის" აკადემიის აღზრდილია და პირველი გუნდის ღირსებას 2013 წლიდან იცავს. ჰარიმ "მამლების" რიგებში 234 მატჩი ჩაატარა და 153 გოლი გაიტანა. ინგლისელის სატრანსფერო ღირებულება 150 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით