დე ლიხტმა არჩევანი იტალიურ გრანდზე შეაჩერა?

29-12-2018, 12:03

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და ამსტერდამის "აიაქსის" 19 წლის ტალანტი მატეის დე ლიხტი მსოფლიო გრანდების ყურადღების ქვეშ უკვე დიდი ხანია მოექცა. მისი სათამაშო ინტელექტი, ფიზ.მომზადება და თავდაცვის უნიკალური უნარი არც "იუვენტუსისთვის" დარჩა შეუმჩნეველი.

გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, დე ლიხტი თავის ამჟამინდელ კლუბს მალე დატოვებს. 19 წლის ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ "იუვენტუსი" დიდებული კლუბია და იტალიაში თამაშის ძალიან დიდი სურვილი აქვს.

მიუხედავად ამისა, ამსტერდამის "აიაქსი" დე ლიხტის სანაცვლოდ სოლიდური თანხას ითხოვს. როგორც ცნობილია, ამსტერდამელები ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ და ჰოლანდიელს მაქსიმალური თანხის სანაცვლოდ შეელევიან. შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" ერთადერთი კლუბი არაა, რომელიც დე ლიხტის შეძენის პროცესშია ჩაბმული. 19 წლის მცველისთვის "ნაპოლიც" იბრძვის. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით