ჩემპიონთა ლიგის ყველა მერვედფინალისტი ცნობილია

13-12-2018, 01:57

დღეს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა და გაირკვა იმ 16 გუნდის ვინაობა, რომლებიც პლეი-ოფში ითამაშებენ.

ერთადერთი ჯგუფი, რომელშიც ინტრიგა კვლავ გახლდათ შემორჩენილი F ჯგუფი იყო, სადაც "შახტარი" და "ლიონი" იბრძოდნენ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა და შედეგად ფრანგებმა 1/8 ფინალში შეძლეს გასვლა.

გთავაზობთ 16-ივე მერვედფინალისტ გუნდს:

პირველადგილოსნები: "დორტმუნდი", "ბარსელონა", "პსჟ", "პორტო", "ბაიერნი", "სიტი", "რეალი", "იუვენტუსი".

მეორეადგილოსნები: "ატლეტიკო", "ტოტენჰემი", "ლივერპული", "შალკე", "აიაქსი", "ლიონი", "რომა", "იუნაიტედი".

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრა ორშაბათს, 17 დეკემბერს გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით