სოლარი: "რაც მეორე ტაიმში ხდებოდა, არ მომეწონა"

13-12-2018, 02:01

დღეს გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი, რომელშიც მადრიდის "რეალი" მოსკოვის "ცსკასთან" განადგურდა - 0:3.

შეხვედრის შემდგომ "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა, სანტიაგო სოლარიმ პრესასთან ისაუბრა.

"ის რაც მეორე ტაიმში ხდებოდა, ნამდვილად არ მომეწონა. თუმცა, ამის მიუხედავად ახალგაზრდებმა ამ მატჩით დიდი გამოცდილება მიიღეს."

"გვსურდა, რომ ჯგუფური ეტაპი მოგებით დაგვესრულებინა. თავდაპირველად კარგადაც დავიწყეთ და პირველ ტაიმში ვდომინირებდით, თუმცა ეს საკმარისი არაა." - აცხადებს სოლარი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით