Transfermarkt-მა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი დაასახელა

7-02-2016, 17:51

გერმანულმა საიტმა Transfermarkt-მა კვლავ განაახლა ფეხბურთელების და გუნდების სატრანსფერო ფასები და ქართველი ფეხბურთელების გამოსასყიდი თანხებიც შეიცვალა. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ მოთამაშედ ყაზანის "რუბინის" ცენტრალური მცველი, საბა კვირკველია დასახელდა და მისი ყიდვა მსურველებს სულ მცირე 5 მილიონად შეეძლებათ. 2010 წელს მას მხოლოდ 100-ათასად აფასებდნენ, თუმცა მას შემდეგ "რუბინის" სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა და დიდი ალბათობით ზაფხულში უფრო მაღალი დონის გუნდში აღმოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ გურამ კაშიას სათამაშო პრაქტიკა ბოლო პერიოდში არ ჰქონდა, "ვიტესის" კაპიტანი 3 მილიონი ღირს. საქართველოს ნაკრების სხვა მოთამაშეების ფასები ასე გამოიყურება: გიორგი ლორია "კრილია" 1,00 მლნ. ევ ნუკრი რევიშვილი "მორდოვია" 0,80 მლნ. ევ საბა კვირკველია "რუბინი" 5,00 მლნ. ევ გურამ კაშია "ვიტესი" 3,00 მლნ. ევ გია გრიგალავა უგუნდოდ 1,80 მლნ. ევ ჯაბა კანკავა "რეიმსი" 3,00 მლნ. ევ სანდრო კობახიძე "დნიპრო" 1,20 მლნ. ევ ვალერი ყაზაიშვილი "ვიტესი" 3,00 მლნ. ევ თორნიკე ოქრიაშვილი "ესქიშეჰირი" 2,00 მლნ. ევ ჯანო ანანიძე "სპარტაკი" 2,00 მლნ. ევ



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით