"სევილიას" ანდრე სილვზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს

26-12-2018, 10:51

ესპანურმა "სევილიამ" გამოაქვეყნა დოკუმენტები თუ რა შემთხვევაში შეუძლია ანდრე სილვას გამოსყიდვა.

პორტუგალიელი ფორვარდი ანდალუსიელებმა ოთხ მილიონ ევროდ ინათხოვრეს ერთი წლით, ხოლო მისი გამოსყიდვა 39 მილიონ ევროდ შეუძლიათ. ეს ხუთი მილიონით მეტია იმ თანხაზე, რაც თავის დროზე "მილანმა" "პორტოს" გადაუხადა.

ანდრე სილვამ ლა ლიგის 14 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და "დალაქების" ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა, ესპანელებმაც კი ამ დოკუმენტების გამოქვეყნებით დაადასტურეს ის ფაქტი, რომ პორტუგალიელი ფორვარდი ანდალუსიაში დარჩება.

"როსონერიმ" 2017 წელს ანდრე სილვა დიდი იმედებით შეიძინა იმის იმედად, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაში დაეხმარებოდა, თუმცა სერია ა-ში მხოლოდ ორი გოლით გამოირჩა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პეტკოვიჩი: "საქართველო რუსულ სტილში თამაშობს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით