კაპაროსი: "შანსები თანაბარია"

17-12-2018, 19:39

როგორც იცით, დღეს ევროპა ლიგის მეთექსვსმეტედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ამ ეტაპზე "სევილია" რომის "ლაციოს" დაუპირისპირდება.

აღნიშნულთამ დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი ესპანური გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ხუაკინ კაპაროსმა, გააკეთა.

"ჩვენი და "ლაციოს" სათამაშო სტილი ერთმანეთს ჰგავს. რომაული გუნდიც უპირატესობას 3-მცველიან ტაქტიკას ანიჭებს".

"მართალია, ჩვენ ამ ტურნირზე თამაში ძალიან კარგად გამოგვდის, მაგრამ ყველა სეზონი განსხვავებულია და ვფიქრობ, რომ ამჯერად შანსები 50-50-ზეა", - განაცხადა კაპაროსმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პეტკოვიჩი: "საქართველო რუსულ სტილში თამაშობს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით