გატუზო: "ოლიმპიაკოსთან მარცხის შემდგომ ფეხბურთელები ტიროდნენ"

18-12-2018, 18:15

გასულ კვირაში პირეოსის "ოლიმპიაკოსმა" ევროპის ლიგის ბოლო ტურში "მილანს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 სძლია. ამ მარცხის გამო კი "როსონერიმ" ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა.

იტალიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ განაცხადა, რომ ზემოხსენებული შეხვედრის შემდგომ მისი შეგირდები გასახდელში ტიროდნენ.

"მე ვესაუბრე გონსალოს და მან მითხრა, რომ ძალიან დამწუხრებულია ამ შედეგით. ის წუხდა იმაზეც, რომ თავის გუნდს ვერ დაეხმარა სათანადოდ."

"ასეთ დროს გუნდს გამოცდილება სჭირდება. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი გამოცდილება "ოლიმპიაკოსთან" მატჩში საკმარისი არ აღმოჩნდა."

"თამაშის შემდგომ, როდესაც გასახდელში შევედი, ფეხბურთელები იქ ტიროდნენ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ის საფეხბურთო სული, რაც 20 წლის წინ იყო, ახლაც არსებობს." - აცხადებს გატუზო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით