იგუაინი: "ჩემზე კრიტიკა არ მოქმედებს"

19-12-2018, 20:16

იტალიური "მილანის" თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა "ბოლონიასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალსტებს გაესაუბრა. მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს მშრალი სერიის შესახებ მან კი განაცხადა, რომ ეს მასზე არ მოქმედებს.

"ჩემზე ეს არ მოქმედებს. დიახ, უნდა გავიტანო - გუნდმა კონტრაქტი სწორედ ამისთვის გამიფორმა. თუმცა ახლა ამაზე დარდის დრო არაა. მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნო, გუნდს დავეხმარო და გოლებიც თავისით მოვა".

"ჩემდამი კრიტიკას უკვე 13 წელია ვკითხულობ, ასე რომ, ჩემს თამაშზე ეს არანაირად არ აისახება".

"ჩემთვის "მილანში" 9-ნომრიანი მაისურით თამაში დიდი პატივია, ამ ნომრით გუნდში ბევრი დიდი ფეხბურთელი ასპარეზობდა, მათ შორის ფილიპო ინძაგი",- ციტირებს იგუაინს  Sky Sport Italia.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით