"ბაიერნი" რეკორდულ ტრანსფერს იანვარში განახორციელებს

20-12-2018, 14:55

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marcas ცნობით, მადრიდის "ატლეტიკოსა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველი ლუკას ერნანდესი კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს.

წყაროს ინფორმაციით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და 1 იანვარს გარიგება ოფიციალურად დადასტურდება

ერნანდესის სანაცვლოდ "ბაიერნი" 80 მილიონ ევროს გადაიხდის და ეს ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იქნება.

აქამდე, "ვოლფსბურგმა" იულიან დრაქსლერი 43 მილიონ ევროდ შეიძინა, ხოლო "ბაიერნმა" კორენტინ ტოლისოს სანაცვლოდ 41 მილიონი გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ ერნანდესმა "ატლეტიკოსთან" კონტაქტი არცთუ დიდი ხნის წინ 2024 წლამდე გაახანგრძლივა.

მიმდინარე სეზონში 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა 16 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი

დაგვიმეგობრდით