ოფიციალურად: "ბარსამ" პირველი ტრანსფერი განახორციელა

20-12-2018, 21:58

"ვალენსიასა" და "ბარსელონას" შორის შეთანხმება შედგა. კოლუმბიელი მცველი ჯეისონ მურილიო სეზონის ბოლომდე "ბლაუგრანას" შემადგენლობაში ითამაშებს.

"ბარსელონას" მცველის იჯარით აყვანა 2 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო თუ სეზონის ბოლოს მის შეძენას გადაწყვეტს, 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

როგორც "ბარსას" ოფიციალური საიტი იუწყება, 26 წლის ფეხბურთელმა "ბარსელონაში" სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და მალე ოფიციალურად შეუერთდება გუნდს.

კატალონიურმა გრანდმა ცენტრალური მცველის დამატება სამუელ უმტიტის სერიოზული ტრავმის შემდეგ გადაწყვიტა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პეტკოვიჩი: "საქართველო რუსულ სტილში თამაშობს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით