ვერნერს სხვა მსურველებიც გამოუჩნდნენ

27-12-2018, 10:19

გამოცემა Sport Bild-ის ცნობით, გერმანიის ეროვნული ნაკრების და "ლაიპციგის" თავდამსხმელის ტიმო ვერნერის გადაბირებას "ბაიერნი", "ლივერპული" და მადრიდის "ატლეტიკო" შეეცდებიან.

გერმანელის დამატებასთან ახლოს "ბაიერნი" იყო, რომელმაც ფეხბურთელთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. შედეგად, მიუნხენელებს კონკურენტები გამოუჩნდნენ და ახლა მოუწევთ სხვა კლუბებისგან განსხვავებით ვერნერს კარგი წინადადება შესთავაზონ. წყაროს ინფორმაციით, კი ტიმოს ტრანსფერი რომელიმე კლუბში 2019 წლის ზაფხულში განხორციელდება.

ვერნერს "ლაიპციგთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და ჯერჯერობით გერმანული კლუბი არ აპირებს ტიმოს ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს.

მოგახსენებთ, ვერნერი "ლაიპციგმა" 2016 წელს "შტუტგარტიდან" დაიმატა და მას შემდეგ გერმანელმა ფეხბურთელმა 97 მატჩში 54 გოლი გაიტანა.

თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 65 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით