სანჩოს დამატებით ესპანური გრანდები იბრძვიან

22-12-2018, 23:54

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა შემტევი, ჯეიდან სანჩო მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება. მისმა თამაშმა კი არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ინგლისელის დასამატებლად მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" იბრძვიან.

ამჟამად 18 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 70 მილიონი ევროა. წყაროს ცნობით კი ორივე ესპანური გრანდი ამ თანხის გადასახდელად მზადაა.

შეგახსენებთ, რომ სანჩო "დორტმუნდს" 2017 წელს შეუერთდა 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი

დაგვიმეგობრდით