ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო შესაძლოა რამდენიმე კვირა გამოტოვოს

24-12-2018, 23:37

გასულ კვირაში ბელგიის თასის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართა, რომელშიც "გენტმა" "სენტ-ტრუიდენს" სძლია.

ხსენებული შეხვედრის მეორე ტაიმში "ბუფალოების" ქართველმა ლიდერმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. უკანასკნელი ცნობებით, დაზიანება შესაძლოა სერიოზული აღმოჩნდეს.

ბელგიური გამოცემების ინფორმაციით, დაზიანების გამო 19 წლის ნახევარმცველმა შესაძლოა ერთბაშად რამდენიმე კვირა გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმის გამო ჩაკვეტაძემ "სერკლ ბრიუგესთან" გამართული შეხვედრა უკვე გამოტოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით