დენის სუარესი "მონაკოში" გადავა

26-12-2018, 11:14

გამოცემა France Football-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, "მონაკოს" ხელმძღვანელობამ გუნდის გაძლიერება გადაწყვიტა და შესაბამის კანდიდატებს ეძებს. მთავარი მიზანი კი კვალიფიციური ცენტრალური ნახევარმცველის პოვნაა.



წყაროს ცნობით, ფრანგული კლუბის ერთ-ერთი ახალწვეული, შესაძლოა, "ბარსელონას" შუახაზელი, დენის სუარესი გახდეს. საგულისმოა, რომ კატალონიური კლუბიც დაინტერესებული ყოფილა დენისის გაყიდვით.

მოგახსენებთ, რომ წლევანდელ პრიმაერაში დენის სუარესმა მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

დაგვიმეგობრდით