ოქრიაშვილი: "სერიოზული არაფერი ყოფილა, ყველაფერი პრესამ გააბუქა"

26-12-2018, 23:07

რამდენიმე წლის წინ, როდესაც თორნიკე ოქრიაშვილი "გენტში" ასპარეზობდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას უთანხმოების გამო ჩხუბი ჰქონდა ერთ-ერთ თანაგუნდელთან.

თავის ინტერვიუში 26 წლის ნახევარმცველმა ეს უთანხმოება გაიხსენა და აღნიშნა, რომ სერიოზული არაფერი ყოფილა.

"როდესაც გენტში ახალი მისული ვიყავი, თამაშის შემდგომ სასეირნოდ გავედით. უკან დაბრუნებისას კაბოვერდელმა ანელე ნკონგამ შეურაცხყოფა მომაყენა და რაღაც "ფაქ იუს" მსგავსი მომაძახა. ის ნასვამი იყო. ავუხსენი, რომ ახალი გაცნობილები ვიყავით და თუ ეს მისთვის ჩვეულებრივი მიმართვაა, ჩემთვის მიუღებელი იყო."

"ანელემ არ დამიჯერა და იგივე განაგრძო. მე კი შევტრილდი და სუსტად გავარტყი. ის კი მეორე დღეს მივიდა და ყველაფერი გუნდში მოყვა. სერიოზული არაფერი ყოფილა, ძალიან მსუბუქად დავარტყი, თუმცა პრესამ დიდი აჟიოტაჟი ატეხა. წერდნენ, რომ მე რასისტული ნიშნით ვცემე თანაგუნდელი."

"სინამდვილეში ასე არ ყოფილა, ჩვენ მცირე უთანხმოება გვქონდა, რომელიც ძალიან მალე მოვაგვარეთ. შემდგომ ტურში სწორედ მისი ასისტის წყალობით გავიტანე და ერთმანეთს გადავეხვიეთ. მას შემდგომ მეგობრები ვართ და ურთიერთობა დღემდე მაქვს." - აცხადებს ოქრი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით