პარუნაშვილი "ესბიერგის" შემდგომის საუკეთესო ფეხბურთელია

26-12-2018, 23:16

დანიური "ესბიერგის" ქართველი ნახევარმცველი, ლაშა პარუნაშვილი თავის გუნდში გამოარჩიეს.

25 წლის ფეხბურთელი კლუბის შემოდგომის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქომაგების გამოკითხვაში ქართველმა 6-იანმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

პარუნაშვილის საუკეთესოდ დასახელება მოულოდნელი არ ყოფილა. ის კლუბში უკვე მე-3 სეზონს ატარებს და მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება.

სწორედ პარუნაშვილის დახმარებით "ესბიერგი" წელს ცხრილის ზედა ნაწილში იმყოფება და მე-4 ადგილს იკავებს, რაც საჩემპიონო ჯგუფში გასვლის დიდ შანს იძლევა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით