რუსეთის ნაკრების ლიდერი: "ეს ქართველი ჩემი ძმაა, ვინმე რამეს დაუშავებს საქმე ჩემთან ექნება"

26-12-2018, 23:50

მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილ თავდამსხმელს, არტიომ ძიუბასა და ჯანო ანანიძეს რომ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, ეს მათ თამაშშიც ხშირად აისახებოდა.

30 წლის თავდამსხმელმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ჯანო მისი უმცროსი ძმასავითაა.

"როსტოვში ის ჩემი მზრუნველობის ქვეშ იყო და ასე არის ახლაც. თუ მას ვინმე რამეს დაუშავებს, ჩემთან ექნება საქმე."

"ჯანო ჩემი უმცროსი ძმაა. ჩვენ წლებია ერთად მოვდივართ და მუდამ ასე იქნება." - აცხადებს ძიუბა.

შეგახსენებთ, რომ "სპარტაკმა" ერთი სეზონით ორივე ხსენებული ფეხბურთელი "როსტოვში" გაანათხოვრა, სადაც მათ რუსეთის თასი მოიგეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით