ალდერვეირელდი "ტოტენჰემთან" კონტრაქტს ახანგრძლივებს

27-12-2018, 23:49

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრიდან მოყოლებული აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ლონდონის "ტოტენჰემის" ბელგიელი მცველი, ტობი ალდერვეირელდი შესაძლოა "მანჩესტერში" გადასულიყო. როგორც ჩანს ეს საგა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

როგორც "დეზების" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ოთხშაბათს განაცხადა, 29 წლის ფეხბურთელი უახლოეს მომავალში კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ძველი კონტრაქტი ტობის "ტოტენჰემთან" 2019 წელს ეწურებოდა. თუმცა, შეთანხმების საფუძველზე იგი 2020 წლამდე დარჩება გუნდში.

თუმცა, ალდერვეირელდის გამოსასყიდი თანხა, ახალი კონტრაქტის მიხედვით მხოლოდ 28 მილიონი ევრო იქნება. შესაბამისად, "იუნაიტედს" სურვილის შემთხვევაში სწორედ ამ თანხის გადახდა მოუწევს მის დასამატებლად.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით