"მილანი" შესაძლოა ლეონარდო ჟარდიმიმ ჩაიბაროს

29-12-2018, 12:14

იტალიური სპორტული პრესის ინფორმაციით, "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტი შესაძლოა ლეონარდო ჟარდიმმა ჩაიბაროს.

"მილანს" ჟარდიმის კანდიდატური ხორხე მენდეშმა შესთავაზა და გუნდის ხელმძღვანელობაც უკვე ფიქრობს მის შესაძლო დანიშვნაზე "როსონერის" მესაჭის პოსტზე.

ჟარდიმის მთავარი წარმატება ფრანგულ "მონაკოს" უკავშირდება. მისი ხელმძღვანელობით მონეგასკებმა საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზოს მომავალს კლუბის ხელმძღვანელები "სპალთან" მატჩის შემდეგ გადაწყვეტენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით