სპალეტიმ იტალიის ჩემპიონატის მოგების ფავორიტი დაასახელა

30-12-2018, 12:56

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა და სერი ა-ს მოგების უმთავრესი ფავორიტიც დაასახელა.

"სერია ა ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატია, სადაც თითოეული ქულის სანაცვლოდ დიდი ძალისხმევაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საჩემპიონო განწყობა გვქონდა, "იუვენტუსმა" აჩვენა, რომ ამ ეტაპზე, ყველა გუნდზე ერთი თავით მაღლა დგას.

"ბიანკონერის" შემადგენლობა ტოპ ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ამასთან ერთად, გუნდს საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს, რომლის შენარჩუნება, ჩემი აზრით, არ უნდა გაუჭირდეს. შესაბამისად, სერია ა-ს "იუვენტუსი" მოიგებს" - განაცხადა სპალეტიმ. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით