ნილ უორნოკი: "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ვერ იბრძოლებს"

31-12-2018, 16:05

"კარდიფის" მთავარი მწვრთნელი, ნილ უორნოკი, მიმდინარე სეზონში ლონდონის "ტოტენჰემის" შანსებზე საუბრობს:

"არ ვფიქრობ, რომ "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას შეძლებს, თუმცა ლონდონელებს მაინც კარგი სეზონი ექნებათ. საკმაოდ უცნაური სიტუაციაა ამჟამად ინგლისში, სხვა დროში ისინი შესაძლოა ცხრილის სათავეშიც კი ყოფილიყვნენ, ახლა კი სათავეში ჩვენ 2 სუპერ გუნდი გვყავს."

"თუ "სიტი" "ლივერპულის" წინააღმდეგ შედეგის მიღწევას ვერ მოახერხებს, მაშინ რთული იქნება იმის წარმოდგენა, რომ ამ სეზონში მერსეისადელთა გარდა სხვა ვინმე მოიგებს პრემიერ ლიგას."

შეგახსენებთ, რომ "ვულვერჰამპტონთან" დამარცხების შემდეგ, 1 იანვარს "ტოტენჰემი" "კარდიფს" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით