კრისტიან პულისიჩი "ჩელსიში" გადავიდა ?

1-01-2019, 13:54

"დორტმუნდის" ამომავალი ვარსკვლავი, კრისტიან პულისიჩი ლონდონის "ჩელსიში" გადასვლასთან ახლოსაა.

როგორც "Bild" იუწყება, "არისტოკრატებმა" გერმანულ კლუბთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ამერიკელი თავდამსხმელი 81 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გახდება ოფიციალურად "ჩელსის" ფეხბურთელი.

ეს ტრანსფერი ამერიკის ნაკრებისა და "ფულჰემის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ედი ჯონსონმა დაადასტურა "Instagram-ზე": "პატარა მეგობარო ამ წარმატებით ძალიან გახარებული ვარ, მოუთმენლად ველი შენს თამაშს ედენ აზართან ერთად."

შეგახსენებთ, რომ 20 წლის თავდამსხმელის გადაბირება ლონდონის "არსენალის" გეგმებშიც შედიოდა, თუმცა "მეთოფეების" 35 მილიონიანმა შეთავაზებამ "დორტმუნდის" ბოლომდე მოხიბლვა ვერ შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით