პოჩეტინო: "ტოტენჰემს" სტაბილურობა სჭირდება

2-01-2019, 14:32

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, "კარდიფის" წინააღმდეგ ლონდონელთა გამარჯვებაზე საუბრობს:

"გამარჯვების მოპოვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან საჭიროა კიდევ ერთი მოგებების სერია დავიწყოთ. ამ გამარჯვებამ ჩვენს თავდაჯერებულობაზეც იქონია გავლენა. დაპირისპირება წარმატებით დავიწყეთ და უკან აღარც მოგვიხედავს."

"ერთადერთი რამ რაც ახლა "ტოტენჰემს" აკლია არის სტაბილურობა, ჩვენ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია, თუმცა იგივე შეიძლება ითქვას სხვა წამყვან კლუბებზეც. მთავარი სტაბილურობა და თანმიმდევრულობაა, ეს განასხვავებს ჩემპიონებს დანარჩენი გუნდებისგან."

შეგახსენებთ, რომ ნილ უორნოკის "კარდიფის" წინააღმდეგ, პოჩეტინოს "ტოტენჰემმა" მოახერხა გამარჯვება ანგარიშით 0:3.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით