"ჩელსის" ფანები ფაბრეგასს დარჩენისაკენ მოუწოდებენ

3-01-2019, 16:22

როგორც იცით, ლონდონის "ჩელსის" ესპანელი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი ძალიან ახლოსაა "მონაკოში" ტრანსფერთან, სადაც ის ყოფილ თანაგუნდელს, ტიერი ანრის შეუერთდება, რომელიც ფრანგულ კლუბში მწვრთნელის პოზიციას იკავებს.

სწორედ ამიტომ, სოციალურ მედიაში გამოჩნდა "არისტოკრატების" არაერთი გულშემატკივარი, რომელიც ფაბრეგასს დარჩენისაკენ მოუწოდებდა, წარმოგიდგენთ ერთ-ერთი მათგანის განცხადებას:

"ჟორჟინიო მხოლოდ უკან ან გვერდით აკეთებს გადაცემებს. აღარ გვეყოლება კრეატიული მოთამაშე, არ გვაყვს ნორმალური თავდამსხმელი, "ჩელსი" ცუდი გზით მიდის. სესკ გთხოვ დარჩი."

შეგახსენებთ, რომ არისტოკრატების უმრავლესობა ზაფხულში "ნაპოლიდან" გადმოყვანილი ჟორჟინიოს თამაშითაა უკმაყოფილო, რომელსაც სესკის მსგავსად შემტევი სტილი და კრეატიულობა არ გააჩნია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით