უარი მილანურ კლუბებს, ფაბრეგასი ანრისთან მიდის

3-01-2019, 21:17

სესკ ფაბრეგასი რომ ლონდონის "ჩელსის" დატოვებასთან ახლოსაა, ეს ამბავი არახალია. როგორც ჩანს, ესპანელმა ნახევარმცველმა იტალიაში გადასვლა გადაიფიქრა და ის "მონაკოში" გადაბარგდება.

ამერიკული გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელმა ტიერი ანრისთან გამართა შეხვედრა და სწორედ ამის შემდგომ გადაწყვიტა ფრანგულ კლუბში გადაბარგება.

მოგეხსენებათ, სესკის დამატება მილანურ გრანდებს სურდათ, თუმცა ესპანელმა ორივე კლუბი უარით გაისტუმრა.

შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა. მის სავარაუდო სატრანსფერო ფასად კი 10 მილიონი ევრო სახელდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით