"მონაკომ" ნალდო დაიმატა

3-01-2019, 21:26

ფრანგულმა "მონაკომ" ზამთრის პირველი ტრანსფერი განახორციელა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

კლუბმა გელზერკიხენის "შალკეს" აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი, ნალდო დაიმატა. 36 წლის მცველი გერმანულ ბუნდესლიგაში 2005-დან 2018 წლამდე გამოდიოდა.

"მონაკომ" ბრაზილიელ ფეხბურთელთან 1.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისად, ნალდო ფრანგულ გუნდში 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ საკადრო პრობლემების გამო მიმდინარე სეზონში კლუბი ცუდად ასპარეზობს და ლიგა 1-ის ცხრილში ბოლოსწინა ადგილს იკავებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე მომავალთან დაკავშირებით: "ახლა ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია"

დაგვიმეგობრდით