"რეალი" ერიქსენს უახლოვდება

4-01-2019, 17:12

მადრიდის "რეალი" ახლოსაა ლონდონის "ტოტენჰემის" დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის გადაბირებასთან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის ნახევარმცველი მზადაა ლონდონურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვას და ამით მადრიდულ გრანდს მისი ტრანსფერის განხორციელება გაუმარტივოს.

როგორც "Corriere dello Sport" იუწყება, "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, ერიქსენს ლუკა მოდრიჩის შემცვლელად მოიაზრებს და მისი ტრანსფერისათვის მზადაა 100 მილიონი ევრო გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიქსენი ლონდონელთა რიგებში 2013 წლიდან ირიცხება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით