მორატა "სევილიაში" ?

4-01-2019, 17:31

ანდალუსიური "სევილიას" სპორტული დირექტორი არ გამორიცხავს, რომ კლუბმა ალვარო მორატას ტრანსფერისათვის იბრძოლოს.

ესპანელი თავდამსხმელი "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ მხოლოდ პერიოდული კარგი პერფორმანსებით გამოირჩევა, თუმცა ბოლომდე გახსნა და ადაპტაცია ინგლისურ ფეხბურთში 2 (არასრული) სეზონის შემდეგაც ვერ შეძლო.

ბოლო დროის განმავლობაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 26 წლის თავდამსხმელი მზადაა დატოვოს "სტემფორდ ბრიჯი" და კვლავ ესპანეთში დაბრუნდეს.

ამის შესახებ ხოაკინ კაპაროსმა გააკეთა განცხადება: "ახლა ბევრ რამეზე ვმუშაობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თავად მოთამაშეს ენდომება თუ არა "სევილიაში" ასპარეზობა."

შეგახსენებთ, რომ მორატა ლონდონის "ჩელსის" რიგებში, 2017 წლიდან ირიცხება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით