"ტოტენჰემმა" ალდერვეირელდის დარჩენის პუნქტი აამუშავა

4-01-2019, 18:58

ლონდონის "ტოტენჰემმა" კლუბის ბელგიელ ცენტრალურ მცველთან, ტობი ალდერვეირელდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ოფიციალური საიტი იტყობინება.

ძველი კონტრაქტის მიხედვით კლუბს შეეძლო კიდევ ერთი წლით გაეხანგრძლივებინა ვადა მოთამაშესთან. "დეზებმა" კი აღნიშნული პუნქტი გააქტიურეს.

სამაგიეროდ, ნებისმიერ მსურველს ტობის დამატება მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება. ტრანსფერის ვერ განხორციელების შემთხვევაში კი 2020 წელს ფეხბურთელი უფასოდ დატოვებს ლონდონს.

შეგახსენებთ, რომ ალდერვეირელდის დამატება მანჩესტერ "იუნაიტედს" სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით