კარასკო შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს

4-01-2019, 19:53

როგორც ჩანს, ჩინური "დალიან იაფანგის" ბელგიელი ნახევარმცველი, იანიკ ფერეირა-კარასკო კარიერას კვლავ ევროპაში განაგრძობს.

ფრანგული გამოცემა footmercato-ს ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელის დამატებით არაერთი ევროპული გუნდია დაინტერესებული, მათ შორის კი ყველაზე მეტად მანჩესტერ "იუნაიტედი" აქტიურობს.

წყაროს ცნობით, კლუბის მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნა სოლსკიაერი ბოსებს უკვე ესაუბრა ამ თემაზე და ტრანსფერის აუცილებლობაშიც დაარწმუნა.

შეგახსენებთ, რომ კარასო ჩინეთში გასული წლის ზაფხულში გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით