ჯანო ანანიზეს ჰოლანდიის ჩემპიონატში ეპატიჟებიან

4-01-2019, 20:43

როგორც რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, მოსკოვის "სპარტაკმა" ქართველი ლეგიონერის, ჯანო ანანიძის გუნდში ყოლა აღარ ისურვა და მასთან ერთად რამდენიმე ფეხბურთელი სეზონის მეორე ნახევრისთვის მოსამზადებელი ეტაპის განცხადში არ შეიყვანა.

ფაქტობრივად უკლუბოდ დარჩენილი 26 წლის ქართველი ფეხბურთელის მომავალი კარგა ხანია დღის წესრიგში დგას და როგორც ჩანს, ჯანოც სხვადასხვა ვარიანტებს აფასებს.

რუსულ და ევროპულ მედიაში ანანიძეს რამდენიმე სხვადასხვა კლუბთან აკავშირებენ. Sports.ru-ს ბოლო ინფორმაციით, ფეხბურთელით არნემის "ვიტესი" დაინტერესდა, რომლებსაც მისი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით აყვანა სურთ.
 
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჯანომ მოედანზე მხოლოდ 27 წუთი გაატარა, რაც მოსკოვური კლუბის მესვეურების მთავარი უკმაყოფილების მიზეზი გახლავთ.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით